რა ეფექტიანი  სტრატეგიები გამოყენება შესაძლებელია პედაგოგიურ პრაქტიკაში სწავლა-
სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით?



  • ინდივიდუალური დავალება (აკადემიური  მიღწევების გათვალისწინებით);
  • დავალება წყვილებში;
  • ჯგუფური დავალება;
  • საკლასო დისკუსია;
  • სიმულაცია/როლური თამაშები;
  • აქტიური მოსმენა;
  • კითხვის დასმის ტექნიკა;
  • სხვადასხვა კოგნიტური სქემები;
  • ვენის დიაგრამა;
  • ტესტირება (როგორც ცოდნის შემოწმების მეთოდი);
  • თვითშეფასების კითხვარი;
  • თვითდაკვირვების დღიური;
  • თანატოლთა შეფასება;

ზოგიერთი სტრატეგიის აღწერა

სიმულაციისა და როლური თამაშების გამოყენება ახალისებს სასწავლო პროცესს და უფრო საინტერესოს ხდის მას მოსწავლისათვის.  სიმულაცია გულისხმობს ხელოვნური სიტუაციის შექმნას, რომელიც რეალობის მსგავსია.  სიმულაცია არის მოდელი იმისა, რაც არსებობს ან შეიძლება, არსებობდეს. ერთი სიტყვით, სიმულაცია რეალობის გათამაშებაა. სიმულაცია შეიძლება,  გათამაშდეს ადამიანის მონაწილეობით და კომპიუტერის მეშვეობით.  სიმულაციას   ადამიანის   მონაწილეობით  როლური  თამაში  ეწოდება.
სასურველია, ეს სტრატეგია გამოვიყენოთ რთული თემის დამუშავებისას.  თამაშისაგან განსხვავებით, სიმულაციას არ სჭირდება გამარჯვებული.

როლური თამაში შედგება სამი ნაწილიდან:
1.        სიტუაცია;
2.        როლური თამაში;
3.        საკლასო დისკუსია.

რას   უწყობს ხელს როლური თამაშ?
1.        საკითხის ღრმა წვდომას;
2.        საკითხის  ემოციურ დონეზე გათავისებას (როლური თამაშით მოსწავლე ხდება სხვა ინდივიდი, უკეთესად წვდება იმ ადამიანის ხასაითსა და მოტივაციას, ვის როლსაც განასახიერებს);
3.        საკითხის ხანგრძლივი დროით დამახსოვრებას;
4.        ინფორმაციის შეფასებასა და ორგანიზებას;
5.        სასწავლო პროცესში მაქსიმალურად ჩართვას და მოტივაციის ამაღლებას;
6.        მოსწავლის კომუნიკაციის დონის ამაღლებას;
7.        ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
8.        თანაგანცდის განვითარებას.

რამდენიმე სირთულე, რომელიც როლური თამაშების გამართვის შემთხვევაში წარმოიშობა:

აუცილებელია  კარგად განვითარებულ  წარმოსახვის  უნარ
   
შესაძლებელია, ჩამოყალიბდეს ზედმეტად არაფორმალური დამოკიდებულება, რაც შემდგომში საგაკვეთილ პროცესის  მართვის დროს შეუქმნის მასწავლებელს  გარკვეულ  სირთულეს.

როლური თამაშის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს შედეგების განხილვა/ შეფასება, რისთვისაც მიზანშეწონილია საკლასო დისკუსიის ჩატერება.

ჯგუფური მუშაობა

ჯგუფური მუშაობა გამოიყენება როგორც  განვლილი მასალის  გამეორებისა და განმტკიცების  მიზნით, ისე პრაქტიკული მუშაობისას (მაგალითად, პროექტის განხორციელების დროს)
 ჯგუფური მუშაობა ეფუძნება კონსტრუქტივიზმის პრინციპებს.
კონსტრუქტივიზმი სწავლას მიიჩნევს, როგორც პროცესს, რომლის დროსაც მოსწავლე თავდ ახდენს  მასალის აგებას (კონსტრუირებას). გასათვალისწინებელიარომ ჯგუფური მუშაობის მეთოდი უნდა შეესაბამებოდეს გაკვეთილის/პროექტის  მიზნებსმოსწავლეთა რაოდენობა ჯგუფში  არ უნდა აღემატებოდეს  5 – .  თანამშრომლობითი ურთიერთობისთვის სასურველია, თუ  ჯგუფები დაკომპლექტდება არაერთგვაროვნადერთ ჯგუფში მოხვდებიან განსხვავებული აკადემიური  მიღწევების მქონე მოსწავლეები.  სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია,  რომ ფასილიტატორმა  ნათლად  განსაზღვროს ინსტრუქციები.  მოსწავლეებს არ უნდა ჰქონდეთ ბუნდოვანი წარმოდგენა დავალების შესახებ.
ჯგუფური მუშაობა დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებთან მხოლოდ მაშინ, როცა თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული.
ჯგუფური მუშაობა კომპლექსური პროცესია.  იმისათვის, რომ ჯგუფური მუშაობა
ეფექტურად წარიმართოს საჭიროა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება:   
  • დაგეგმვა;
  • რესურსების მომარაგება;
  • დავალებების მომზადება;
  • შესაბამისი წინაპირობის შექმნა;
  • შეფასების პრინციპის ჩამოყალიბება;

ჯგუფური მუშაობის დასრულების შემდეგ ფასილიტატორი (მასწავლებელი)  კლასს გააცნობს მუშაობის შედეგებს და შეაფასებს მთელ პროცესს.
ჯგუფურ მუშაობას გააჩნია როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები.

დადებითი მხარეები:
ხელს უწყობს მოსწავლეთა შორის თანამშრომლობას და სოციალიზაციის უნარის განვითარებას.
ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეებს უფრო რთული ამოცანის გადაწყვეტა შეუძლიათ, რადგან ჯგუფში არსებული ცოდნა  და უნარები აღემატება იმ ცოდნას, რომელიც შეიძლება ცალკეულ მოსწავლეს გააჩნდეს.
ჯგუფში მუშაობა მოსწავლეს ემპათიის გრძნობას უვითარებს.
მოსწავლე სწავლობს სხვისი აზრის გათვალისწინებას.
აცნობიერებს, რომ ყველა ადამიანს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.

უარყოფითი მხარეები:
ჯგუფში შეიძლება გაჩნდეს ლიდერი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მასზე დამოკიდებულება და მისი აზრის უკრიტიკოდ მიღება.
ჯგუფური მუშაობის დროს რთულია თითოეული მოსწავლის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება. ვიღაც შეიძლება სხვის ხარჯზე გავიდეს ფონს.
ჯგუფური მუშაობის თანამშრომლობითი ხასიათი ერთერთი უარყოფითი თვისებაცაა –  იგი ხელს უშლის დამოუკიდებლად სწავლას.

გამოსავალი:  როდესაც რომელიმე მოსწავლე წვლილი არ შეაქვს სამუშაოს შესრულებაში, ეფექტურია, თუ მასწავლებელი თავად გაუნაწილებს მოსწავლეებს დავალებებს. შემდეგ კი მოახდენს შეფასებას როგორც ინდივიდუალურად , ასევე ჯგუფურად
 შესაძლოა, მოხდეს მცდარი ინფორმაციის გავრცელება ჯგუფში, თუკი ჯგუფის რომელიმე წევრს  არასწორი ინფორმაცია აქვს.
 მასწავლებლისთვის შესაძლოა რთული აღმოჩნდეს პროცესის მართვა.

ჯგუფური მუშაობის ხელისშემშლელი ფაქტორები:
        ზოგიერთ მოსწავლეს არ აქვს განვითარებული ერთმანეთთან ინფორმაციის გაზიარების უნარი.

გამოსავალი:  
"წრიული სისტემა" – მასწავლებელი სვამს რამდენიმე პასუხიან კითხვას, მოსწავლეები პასუხობენ რიგრიგობით.  პროცესი სრულდება მაშინ, როცა კლასში ყველა მოსწავლე უპასუხებს.
ზოგიერთი მოსწავლე ვერ ახერხებს  ჯგუფში ინტეგრირებას.           (მიზეზი: მორცხვობა)
გამოსავალი:
მასწავლებელმა თავად გაუნაწილოს ჯგუფის წევრებს როლები

პრობლემა შეიძლება შექმნას კომუნიკაციის ნაკლებობამაც,  როცა მოსწავლეს უჭირს თავისი აზრის ჩამოყალიბება.  ეს კი ართულებს მის მუშაობას და ინტეგრირებას.

გამოსავალი:
ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე საჭიროა კომუნიკაციური უნარების გასავარჯიშებელი აქტივობების დაგეგმვა.

ხელის შემშლელია კიდევ მოსმენის ჩვევის  ნაკლებობა.
გამოსავალი:

მოსმენის ჩვევის ნაკლებობა ახასიათებთ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, ისინი არ ელოდებიან, როდის დაასრულებს პასუხს კლასელი და არ უსმენენენ. მოსწავლეებში მოსმენის ჩვევის განსავითარებლად არსებობს ასეთი სავარჯიშო, რომელსაც მუისი და რეინოლდსი გვთავაზობენ: სთხოვეთ მოსწავლეს, სანამ თვითონ დაიწყებს პასუხის გაცემას, გაიმეოროს წინა მოსწავლის პასუხი.
        დისკუსია

დისკუსია ინტერაქტიული სწავლების ერთერთი ყველაზე გავცელებული მეთოდია.
საკლასო დისკუსიიის გამოყენება ზრდის მოსწავლეთ ჩართულობას სასწავლო პროცესშიხელს უწყობს მათი სოციალური და ინტერპერსონალური უნარების განვითარებას.
 საკლასო დისკუსია შეიძლება მოეწყოს მასწავლებელსა და კლასს ან თავად მოსწავლეთა ჯგუფებს შორის.


საკლასო დისკუსიის მოწყობა ემსახურება რამდენიმე მიზანს ერთდროულად :
  •  მოსწავლეთა გააქტიურებას;
  •  მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას;
  •  სასწავლო მასალის ათვისების ხელისშეწყობას;
  •  მოსწავლეთა კომუნიკაციის უნარის განვითარებას.

დისკუსია შეიძლება ეფუძნებოდეს ნებისმიერ თემას, რომელიც იქნება შერჩეული.
დისკუსიის სწორად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია კლასში მერხების განლაგება. სასურველია მერხების წრიული ან ოთხკუთხა განლაგება.

დისკუსიის წარმართვისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:
  • დისკუსია ფოკუსირებული უნდა იყოს კონკრეტულ მიზანსა და სფეროზემასწავლებელმა ნათლად უნდა განმარტოს და  ჩამოწეროს დაფაზე დისკუსიის მიზნები.
  • უნდა შევიმუშაოთ დისკუსიის წესები (ერთმანეთის მოსმენა, დროის განაწილება, რეგლამენტი).
  • გზადაგზა უნდა მოვახდინოთ რეაგირება მოსწავლეთა გამონათქვამებსა და იდეებზე, ეს დაეხმარება ბავშვს საკუთარი ნათქვამის გააზრებასა და აღქმაში.
  • წარმატებული დისკუსიისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები ერთმანეთის აზრს პატივს სცემდნენ.
  • დისკუსიის ბოლოს აუცილებელია მოეწყოს ერთგვარი შეჯამება, გაანალიზება, საკითხების ჩამოთვლა, რომელიც დისკუსიის დროს წინ წამოიწია, პროცესის შეფასება, რა გაკეთდა და როგორ გაკეთდა. აუცილებელია იმის აღნიშვნა, რა არის შემდეგისთვის გამოსასწორებელი.