მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები
და სასარგებლო რჩევები
და სასარგებლო რჩევები
- გაამდიდრეთ სასწავლო პროცესი სწავლების ახალი მეთოდებისა და სტრატეგების გამოყენებით. აქ უნიკალურ როლს თამაშობს ისტ.
- გააქტიურეთ მოსწავლეები – ბავშვისთვის გაცილებით უფრო ბუნებრივია რაღაც პროცესში აქტიურად ჩართვა და მონაწილეობა, ვიდრე მშვიდად ჯდომა და მოსმენა. ამისათვის შეგიძლიათ, ჩაატაროთ დისკუსიები, გამოიყენოთ ჯგუფური მუშაობის მეთოდი, პრეზენტაციები, როლური თამაშები, საგანმანათლებლო ექსკურსიები და სხვა.
- ჩართეთ მოსწავლეები ცოდნის შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაში – ეს აქტივობა გულისხმობს მოსწავლეთა ჩართვას სემესტრული ტესტების, კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული სავარჯიშოების, სიტუაციური ამოცანების მომზადების პროცესში. ეს არა მხოლოდ გაზრდის მათ მოტივაციას, არამედ მასალის თვისებაში შეუწყობს ხელს.
- გამოიყენებთ განსხვავებული სირთულის დავალებები – კარგი იქნება, თუ ერთსა და იმავე თემაზე მოსწავლეებს სხვადასხვა სირთულის დავალებებსა თუ აქტივობებს შესთავაზებთ. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, გაითვალისწინოთ მოსწავლეთა შესაძლებლობები და ამით აამაღლოთ მათი მოტივაცია.
- გამოიყენეთ უნიშნო აქტივობები – ამგვარი დავალებების დროს მოსწავლის ყურადღება შედეგიდან პირდაპირ პროცესზე გადაერთვება.
- შეცდომები სწავლის საუკეთესო საშუალებაა – კლასში უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომელშიც მოსწავლეებს ნეგატიური შეფასების, კრიტიკის და შეცდომის დაშვების შიში არ ექნებათ. შეცდომები უნდა ვაქციოთ მოსწავლისთვის უკეთესი შედეგებისკენ სწრაფვის დასაწყისად.
- მიაწოდეთ მოსწავლეებს დადებითი უკუკავშირი – ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. "1+2" შეფასება. "1+2" ისეთი შეფასებაა, სადაც "1" შენიშვნაა, რჩევა, რომელიც მოსწავლემ უნდა გაითვალისწინოს, ხოლო "2" – პოზიტიური კომენტარი. ეს შეფასება შეგიძლიათ, შეცვალოთ თქვენი სურვილისამებს, თუმცა სასურველია, დაიცვათ პროპორცია პოზიტიურ და ნეგატიურ შენიშვნებთან მიმართებაში.
- თავი აარიდეთ მხოლოდ ნიშნის დაწერას – ნაშრომის შესწორებას და ნიშნის დაწერას პარალელურად დაურთეთ კომენტარი– კონკრეტულად რის გამო დააკლდა მას ნიშანი, რა მოგეწონათ და რაზე უნდა გაამახვილოს მოსწავლემ ყურადღება. თქვენი კომენტარი, რომელიც ერთვის ნიშანს, უნდა იყოს ვრცელი და ამომწურავი.
- არასოდეს გააკრიტიკოთ მოსწავლე საჯაროდ – საჯარო კრიტიკა ნეგატიურ გავლენას ახდებს მოსწავლის თვითშეფასებასა და მოტივაციაზე. ასევე ამგვარი მიდგომა აქვეითებს მოსწავლის ნდობასა და პატივისცემას თქვენ მიმართ.
- იყავით მიუკერძოებელი – მასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანია თავისი სიმპატიებით, შეხედულებებეითა და მოწონებებით. მაგრამ ეცადეთ, რომ მაქსიმალურად გამორიცხოთ სუბიექტივიზმის გამოვლენის შემთხვევები სწავლის პროცესში და მოსწავლეებთან პირად ურთიერთობებში.
- სათანადო ყურადღება დაუთმეთ მოსწავლეთა თითოეულ ნაშრომს – საჭიროა, მოსწავლეთა ნაშრომებს, მის განხილვასა და შეფასებას, სათანადო ყურადღება დაუთმოთ. ზერელე დამოკიდებულების შემთვევაში მოსწავლე დემოტივირებული ხდება.
- ჩართეთ მოსწავლე საკლასო გადაწყვეტილებების მიღებაში – მოსწავლეთა მონაწილეობა საკლასო ნორმების, შეფასების კომპონენტების შემუშავებაში, შესასწავლ საკითხთა თანმიმდევრობის დადგენაში და სხვ. მნიშვნელოვნად აამაღლებს ათ მოტივაციას და ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ამ შეთანხმების შესრულებას.
ყველა მოსწავლეს შეუძლია, ისწავლოს და იყოს წარმატებული – საგაკვეთილო პროცესში და მოსწავლეებთან ურთიერთობისას უნდა იკვეთებოდეს მასწავლებლის ამგვარი დამოკიდბულება.
Комментариев нет:
Отправить комментарий