ზოგჯერ ჯობია კითხვის დასმა, ვიდრე წინასწარ პასუხის
ცოდნა (ჯ. ტერბერი)
კითხვის ნიშანი თავისი ფორმით კავს (კაუჭს) გვაგონებს და ყველამ იცის, რომ მისი დახმარებით შესაძლებელია
თევზის დაჭერა.
მაგრამ შეუძლია თუ არა ყველას ამის გაკეთება?
თუ ვინმეს ეეჭვება, რომ კითხვის დასმა არის გარკვეული
ოსტატობა, ეთამაშეთ მას თამაში - ამოცანა:
„A და B იმყოფებოდნენ ოთახში. გაიჯახუნა
კარმა. მოისმა დამსხრეული შუშის ხმა. A
- მ შეხედა B
- ს. B მკვდარი იყო. რისგან მოკვდა B?“
პასუხის სანახავად მონიშნეთ აქ: B იყო თევზი და ქილაში ცხოვრობდა. მოკვდა მაშინ, როცა ორპირი ქარის დროს ქილა დაიმსხვრა
ამოცანის ამოსახსნელად დაშვებულია ნებისმიერი კითხვის
დასმა, გარდა ბოლო კითხვისა, რომელიც მოყვანილია ამოცანის პირობაში. წამყვანი გულახდილად,
მაგრამ მოკლედ პასუხობს კითხვებს. თამაშის დროს აუცილებლად ვიღაცა გამოთქვამს ვარაუდს
სიკვდილის მიზეზის შესახებ, ვიღაცას კი - გაახსენდება მსგავსი სიტუაცია. მაგრამ ცალსახაა,
რომ გამარჯვებული იქნება ის, ვისაც კარგად აქვს განვითარებული კითხვის დასმის უნარი.
ფსიქო - პედაგოგიური კვლევის შედეგად გამოიკვეთა პრობლემა: პედაგოგები გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმით, თუ რა დონეზე სვამენ კითხვებს მოსწავლეები. მოსწავლეთა კითხვები ხშირ შემთხვევაში მარტივია და მხოლოდ საგნის ფაქტიურ მხარეს უკავშირდება...
საერთოდ რისთვის არსებობს კითხვა?
კითხვის კომუნიკაციური არსი მდგომარეობს ამ კითხვაზე სხვადასხვა ალტერნატიული პასუხების ერთობლიობაში. მაშასადამე, „კარგი კითხვა“ ის არის, რომელიც დაუშვებს ალტერნატიული პასუხების დიდ სივრცეს.
ასევე კითხვას გააჩნია მრავალი ფუნქცია:
ახალი ინფორმაციის შეძენა, არსებული ინფორმაციის დაზუსტება,
ლაპარაკის წაყვანა სხვა მიმართულებით, მინიშნება პასუხზე, საკითარი აზრის დემონსტრირება,
შეფასება, მოსაუბრის ცნობიერების და ემოციის მართვა...
„იცხოვრო - ნიშნავს პრობლემების არსებობას, ამ პრობლემების გადაჭრა ნიშნავს ინტელექტუალურ ზრდას“ - წერდა ჯოი გილფორდი, ინტელექტის მკვლევარი.
ფსიქოლოგიის პროფესორ ლევ ვეკერის აზრით, „კითხვა არის გაუხსნელობის გონებრივი ასახვა, იმ ამოუცნობი საგნობრივი კავშირების გაცნობიერების მცდელობა, რომელზეც მიმართულია მთელი შემდგომი გონებრივი პროცესი“ .
ანუ კითხვა „რთავს“ შემეცნებით პროცესს, რომელიც მიმართულია კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე. მაგრამ იგივე კითხვა გვეხმარება ამ პრობლემის განსაზღვრაში და ჩამოყალიბებაში.
ინგლისური სიტყვა «question» (კითხვა) წარმოიშვა სიტყვა «quest» -სგან, რომელიც ძებნას, ძიებას, არსში ჩაწვდომას ნიშნავს. ინგლისურ ენაში ამ სიტყვების ამგვარი კავშირი თავისთავად გულისხმობს გაურკვეველი სიტუაციის ამოცნობას. თამადროვე გარემოცვა არის მუდმივ დინამიკაში, რაც ყოველწუთას ბადებს ახალ - ახალ ამოუცნობ სიტუაციებს და საგნობრივ კავშირებს, ამიტომ კითხვის დასმის უნარის განვითარება მოსწავლეებში არის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანა.
თუ ბავშვი სწავლობს და არ სვამს კითხვებს, ეს ნიშნავს იმას რომ მისთვის უცნობია ე.წ. შემეცნებითი „შიმშილის“ გრძნობა, რომელიც აუცილებელია ღრმა, საფუძვლიანი ცოდნის ჩამოყალიბებისათვის და შემდგომი ინტელექტუალური განვითარებისათვის.
აუცილებელი წინაპირობა კითხვის დასმის უნარის განვითრებისთვის
მასწავლებლის მხრიდან სასურველია რაც შეიძლება მეტი ღია, შემოქმედებითი კითხვების დასმა - მსგავსი მიდგომა იძლევა დიალოგის საშუალებას.
არასასურველია სასწავლო მიზნების მისაღწევად ისეთი კითხვების დასმა, რომელიც მოსწავლეს აიძულებს „თავის გამართლებას“.
მოსწავლეს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება და ამ
არჩევანს თვითონ აკეთებს.
სასურველია ასეთი მუშაობის დაგეგმვა, როცა იქმნება კითხვების
გარკვეული „ბანკი“, რომელიც განსაზღვრავს მასალაში ჩაწვდომის - შესწავლის არეალს.
სტრატეგიები, რომლების ავითერბენ კითხვის დასმის უნარს
1. T - სქემა, გამოიყენება მაშინ, როცა მოსწავლეებს უკვე გააჩნიათ წარმოდგენა გარკვეულ თემაზე . სქემის გამოყენება ეხმარება მათ „ინტერესის ველის“ შექმნაში.
მარჯვენა მხარეს იწერება ნებისმიერი სიტყვა, ტერმინი,
ცნება, რომელიც დაკავშირებულია ამ თემასთან. მარცხენა სვეტში უნდა ჩაიწეროს სიტყვის
კითხვითი ფორმა (8-10). ამის შედმდეგ 5 – 10 წუთის
განმავლობაში მოსწავლეები ადგენენ რაც შეიძლება ბევრ კითხვას ორივე სვეტიდან სიტყვების
გაერთიანებით. ეს აქტივობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებში. სტრატეგიის აუცილებელი პირობა - მოსწავლეებმა
არ იციან თავიანთი კითხვების პასუხები, წინააღმდეგ შემთხვევაში იკარგება ამ სტრატეგიის
აზრი. შედეგად მასწავლებელი მიიღებს უამრავ საინტერესო კითხვას, რომლებიც დაეხმარება
მას მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვაში (ზოგიერთი მათგანი შეიძლება ისეთ თემას შეეხოს,
რომელზეც მასწავლებელი ჯერ არ აპირებდა საუბარს - ამ კითხვების განხილვა შეიძლება მოგვიანებით).
ამის გარდა მასწავლებელს შეექმნება ობიექტური წარმოდგენა იმაზე, თუ რა აინტერესებს ბავშვებს (როგორც წესი ასეთი კითხვები არის უკეთ ჩამოყალიბებული და ხშირად განმეორებადია).
ამის გარდა მასწავლებელს შეექმნება ობიექტური წარმოდგენა იმაზე, თუ რა აინტერესებს ბავშვებს (როგორც წესი ასეთი კითხვები არის უკეთ ჩამოყალიბებული და ხშირად განმეორებადია).
2. ეს ცხრილი თვითონ არის სტრატეგია:
?
|
?
|
აქ
ჩაიწერება ის კითხვა, რომლის პასუხი საჭიროებს გრძელ, ვრცელ პასუხს. მაგალითად, რა
კავშირშია ადამიანის ქცევა მის გარემოცვასთან?
|
აქ
ჩაიწერება კითხვა, რომლის პასუხი გულისხმობს ცალსახა, „ფაქტობრივ“ პასუხს. მაგალითად,
კვირის რა დღეა ხვალ?
|
ეს სტრატეგია გამოიყენება მაშინ, როცა მასწავლებელს სურს რაიმე თემის დაწყება, ან პირიქით, იმის გარკვევა, მასალის რა საკითხები დარჩა აუთვისებელი.
3. „ჯაჭვური კითხვების“ სტრატეგია - ნებისმიერი პასუხი ბადებს ახალ კითხვას.
მაგალითად,
„რატომ ვსწავლობთ საგან „ბუნება“-ს? „ - „რომ მეტი გავიგოთ იმ გარემოზე, რომელშიც ცხოვრობს
ადამიანი“
"რა გარემოში ცხოვრობს ადამიანი? - და ა.შ.
"რა გარემოში ცხოვრობს ადამიანი? - და ა.შ.
ამ მიდგომით მოსწავლეებს ეძლევა უკვე შესწავლილი თემის ირვგლივ უამრავი მიზან -შედეგობრივი კავშირების დადგენის საშუალება, რაც არის მყარი ცოდნის საფუძველი.
4. შემდეგი სტრატეგია უკავშრდება ბენჯამინ ბლუმის სახელს და ბლუმის გვირილა ეწოდება
მარტივი კითხვა - კითხვა, რომლის პასუხად მოსწავლე ასახელებს კონკრეტულ ფაქტს, იხსენებს ინფორმაციას.
დასაზუსტებელი კითხვა - როგორც წესი იწყება სიტყვებით: "ე.ი. შენ გულისხმობ, რომ..." "შეიძლება, მეშლება მაგრამ..." და ა.შ. მსგავსი კითხვა აუცილებელია, თუ მოსწავლის პასუხში იგულისხმება, მაგრამ არ გაჟღერდა საჭირო ინფორმაცია.
კითხვა - ინტერპრეტაცია (ამხსნელი კითხვა) - მოსწავლეს ეძლევა დამოუკიდებელი აზროვნების საშუალება.
შემოქმედებითი კითხვა - კითხვა, რომელშიც აუცილებლად არის სიტყვა "თუ". (თქვენი აზრით, რა იქნება თუ...?)
შემაფასებელი კითხვა (რაღაც მოვლენის, ფაქტის შეფასება)
პრაქტიკული კითხვა აკავშირებს საგნის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. (სად ვხდებით ბუნებაში ჩვენ ამ მოვლენას?)
აღსანიშნავია, რომ ამ სტრატეგიის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. ბავშვებს უკვე 5-6 წლის ასაკში ძალიან კარგად ესმით ყველა კითხვის მნიშვნელობა და შეუძლიათ თავიანთი მაგალითის მოყვანა.
Комментариев нет:
Отправить комментарий