ტესტი, როგორც ცოდნის შემოწმების ერთერთი მეთოდი

ტესტი არის ცონდის მონიტიტორინგის  ერთ - ერთი მეთოდი.  ტესტირების შედეგად დგინდებათუ რამდენად ათვისებულია  კონკრეტული თემა.  ტესტი უზრუნველყოფს სისტემატურსრულზუსტ და ოპერატულ მონაცემებს სასწავლო პროცესის შესახებ.
დიდაქტური ტესტები (ცოდნის მიღწევების ტესტი ) სწავლის შედეგების დადგენის  შედარებით ახალი მეთოდია.
დიდაქტური ტესტი - ეს გარკვეული მასალის ფარგლებში სტანდატრიზებული დავალებების ერთობლიობაარომლის მიზანია  კონკრეტული  მასალის  ათვისების დონის დადგენა.
ტესტირების მიზანია - სწავლებაში სირთულეების  დადგენა,  მოსწავლეთა ცოდნაში  .. „თეთრი ლაქების“ გამოვლინებარაც  გვეხმარება  პედაგოგიური „შეცდომების აღმოფხვრასა და სწავლის ახალი მეთოდების ძიებაში.  გამომდინარე იქიდან, რომ ტესტი არის „ცოდნის“ გამზომი - მისი შედგენა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმე.
ტესტის შედგენის დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ შემდეგი მნიშვნელოვანი მახასიათებლები:

სანდოობა
ტესტის სანდოობა ფასდება მისი სიმყარითანუ შედეგის მუდმივობითრომელიც მიღებულია მსგავსი ტესტის სხვა დროს ჩატარებისასთუ სუბიექტი ერთ დღეს აგროვებს 5ქულას, მეორე დღეს კი – 100–ასეთ ტესტს ჯობია არ ვენდოთ.
არსებებობს ტესტის სანდოობის (სტაბილურობისშეფასების რამდენიმე ხერხიმაგალითად, ადამიანს აძლევენ ერთსა და იმავე ტესტს სხვდასხვა დროს და ადარებენ მიღებულ შედეგებსამას ეწოდება შეფასება ტესტის გამეორებითან მეორეექვივალენტური ტესტის მიწოდება – ამას ეწოდება ექვივალენტური შეფასება.

ვალიდობა
ტესტი შეიცავს ამოცანების და უნარების ნაკრებსრაც აუცილებელია მოცემული სამუშაოს შესასრულებლად.  ანუ  ტესტი  „აღმოაჩენს“ და „გაზომავს“  ზუსთად იმ ცოდნას, რომლის დონის დადგენა სურს ტესტის ავტოსრ. მაგალითადკომპიუტერზე  მუშაობის უნარ-ჩვევების შემოწმება,  ინტერნეტ ტერმინოლოგიის ცოდნა და ა.შ.

ობიექტურობა
ტესტირების შედეგი არ არსი დამოკიდებული ადამიანის პიროვნულ თვისებებზე,  იმაზე ვინ პასუხობს ტესტის საკითხებზე  ან ვინ  ამოწმებს ტესტის პასუხებს.  ანუ ტესტის ობიექტურობა განისაზღვრება მისი შედეგების დამოუკიდებლობაზე, თუ ამ ტესტს ატარებს სხვადასხვა ადამიანები.
როგორ ავაგოთ (შევადგინოთტესტი?
ცოდნის დონის დასადგენად ძირითადად გამოიყენება კითხვების ორი ტიპი:
ღია დაბოლოებით
დახურული დაბოლოებით

დახურული  კითხვების მაგალითები:
  • ჩამოთვლილიდან რომელია სწორი/არ არის სწორი?
  • შეუსაბამეთ ერთმანეთს:
  • შეავსეთ გამოტოვებული ადგილები.
  • დაალაგეთ მოვლენები ქრონოლოგიურად.
  • დააჯგუფეთ მონაცემები.
  • შეავსეთ ცხრილი.   
  • მოცემული სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ წინადადება.
ღია კითხვების მაგალითები:
  • დაწერეთ თქვენი მოსაზრება.
  • მოიყვანეთ არგუმენტები/მაგალითები.
  • აღწერეთ მეთოდი/ექსპერიმენტი/ცდა/...
  • რა შედეგია მოსალოდნელი თუ...
  • შეაფასეთ მოყვანილი მოსაზრება...
  • შეადარეთ ერთმანეთს - აღწერეთ მსგავსება/სხვაობა...

ტესტირებისას გამოიყენეთ სხვადსხვა ტიპის შეკითხვები – ტესტი ისე უნდა იყოს შედგენილირომ დაცული იყოს ბალანსი ღიადაბოლოებიან  და დახურულ შეკითხვებს შორისამგვარად შედგენილი ტესტი არ მიანიჭებს უპირატესობას რომელიმე კონკრეტულ მოსწავლეს და კლასის შეფასების უფრო ადეკვატური ინსტრუმენტი იქნება.

ბლუმის ტაქსონომიიდან გამომდინარე, არსებობს  ოთხი ტაქსონომიური კატეგორია და მათი შესაბამისი ტესტები:
ამოწმებს ფაქტების, ცნებების, კანონების, თეორიების ცოდნას  (ცოდნა, გაგება)
II - ამოწმებს მარტივი გონებრივი ოპერაციების შესრულების უნარ-ჩვევებს მირებული ცოდნის საფუძველზე, ძირითადად ადეკვატური მაგალითების მოყვანა,  მარტივი ამოცანების ამოხსნა (გამოყენება)
III - ამოწმებს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენის, პირველადი ანალიზის და შეფასების  უნარს
IV - ამოწმებს რამდენად შეუძლია მოსწავლეს ახალი პრობლემის გადაჭრა ადრე მიღებული ცოდნის საფუძველზე

ასევე ტესტური დავალებები  განსხვავდება ლოგიკური სტრუქტურით:
  •   ფაქტოლოგიური შეკითხვა (რა, სად, ვინ, როდის?)
  •   ფუნქციონალური შეკითხვა (რისთვის, რატომ?)
  •  სტრუქტურული შეკითხვა (რისგან, რა ნაწილებისგან შედგება?)
  •  კონცეპტუალური შეკითხვა (განსაზღვრეთ ცნება)
  •  კონცეპტუალურ - ასოციაციური შეკითხვა (შეავსეთ გამოტოვებული ადგილები)
  •  გააგრძელეთ თანმიმდევრობა
  •  კონცეპტუალურ - სემატური დაავალება (ჩამოთვლილიდან რომელია ანალოგიური აზრის მატარებელი?)
  •   პრობლემური შეკითხვა
შედეგების  ანალიზი/შეფასება
ტესტის შედეგების ანალიზისთვის არსებობს რამდენიმე კვლევითი მეთოდი, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია  კონკრეტული  შეკითხვისთვის  „ხვედრითი წილის“ ან „წონის“   მიცემა  ქულის  სახით.
ანალიზის ჩატარება შესაძლებელია ორი სხვადასხვა მიდგომით:

I - ტესტის შედეგის შედარება რაღაც საშუალო ნორმასთან.  ასეთ  ტესტს ნორმაზე ორინტირებული ტესტი ეწოდება.

II -კრიტერიუმზე  ორინტირებული ტესტი, რომელიც დღეს ყველაზე გავრცელებულია. ამ შემთხვევაში ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს კრიტერიუმი, რომელიც ეფუძნება სასწავლო მასალას და განსაზღვრავს რა კონკრეტული ცონდის შემოწმებას აპირებს ტესტის ავტორი.

  ტესტის შედგენის ზოგიერთი წესი:
  • კითხვის ჩამოყალიბება დაიწყეთ სწორი პასუხით
  • დავალება ჩამოაყალიბეთ საგნის სტანდარტის გათვალისწინებით
  • ერთ საკითხში უნდა იყოს ერთი დასრულებული აზრი
  • კითხვის ჩამოყალიბების დროს განსაკუთრებული  სიფრთხილით  გამოიყენეთ სიტყვები: „ზოგჯერ“,  „ხშირად“, „ყოველთვის’, „ყველა“ , „არასდროს“
  • კითხვა უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული
  • თავი აარიდეთ კითხვის წინასიტყვისგან, რომელიც ნაკლებად დაკავშირებულია ძირითად აზრთან
  • არ არის საჭირო ვრცელი გამონათქვამები მასალის ირვგლივ
  • მიაწოდეთ მხოლოდ დავალების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო  ინფორმაცია
  • თავი აარიდეთ ბუნდოვანი გამოანთქვავისგან, რომელიც მოითხოვს დამატებით ახსნას
  • არასწორი პასუხი უნდა იყოს გონივრული და ოსტატურად შერჩეული
  • თქვენ არ უნდა დასვას  ორაზროვანი ე.წ. „ეშმაკური“  შეკითხვები (ამით,  ხშირ  შემთხვევაში, თქვენ   შეცდომაში   შეიყვანთ  ყველაზე  მცოდნე მოსწავლეებს, რომლებიც  ფლობენ  საკმარის/ბევრს ინფორმაციას აღნიშნულ საკითხზე )
  • ყველა ვარიანტი უნდა იყოს ჩამოყალიბებული გამართულად, გრამატიკული ნორმების დაცვით, მარტივი წინადადებებით
  • ძირითად ნაწილში რაც შეიძლება იშვიათად გამოიყენეთ უარყოფითი ფორმა (გამონაკლისი - ლოგიკური ტესტები)
  • იშვიათად გამოიყენეთ „ჩამოთვლილიდან არც ერთი“  ან  „ყველა ჩამოთვლილი“
  • ყველა სავარაუდო პასუხი სტრუქტურულად უნდა გავდეს ერთმანეთს
  • არასწორ პასუხში ასახული შეცდომა უნდა იყოს  დასაშვები (თუ მოსწავლეს არასაკმარისი ცოდნა აქვს)
  • ჯობია გრძელი შეკითხვა და მოკლე პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევასი პასუხის შინაარსი მოითხოვს ღრმა ანალიზს,  შემოწმებაზე მიდის დიდი დრო (გამონაკლისი - სხვადასხვა სახის ესსე, ფუნქციური წერის უნარის შემოწმება)

გამოყენებულია  მასალა NEAB (Northen Examinationes and Assesment Board) - სგან

Комментариев нет:

Отправить комментарий